ახალი ამბები
თემურ შაშიაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს
FaceBook
საინიციატივო ჯგუფმა შემადგენლობით: ზაურ ნაჭყებია, გიორგი წერეთელი, გიორგი ანჩაბაძე, გელა ფარჩუკიძე და ინეზა იამანიძე, საპრეზიდენტო კანდიდატად თემურ შაშიაშვილი წარადგინა.
"მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება საკმაოდ დაკნინებულია, მიგვაჩნია, რომ ეს თანამდებობა შემთხვევითი და დესტრუქციული ადამიანების ხელში არ უნდა აღმოჩნდეს. თეიმურაზ შაშიაშვილმა კორუფციული სახელისუფლებო რეჟიმის პირობებში ქუთაისის და იმერეთის რეგიონის ხელძღვანელად მუშაობისას მოახერხა შეენარჩუნებინა უმწიკვლო ჩინოვნიკის სახელი. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა ნოვატორული იდეებით და ყველგან და ყოველთვის საკუთარ ხელწერას ტოვებდა",- ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

საინიციატივო ჯგუფმა კანდიდატი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე წარადგინა. ოფიციალური წარდგენა კი უახლოეს დღეეებში იგეგმება.

თემურ შაშიაშვილი 1993-1995 წლებში ქუთაისის მერი, 1995 წლიდან 2003 წლმადე კი იმერეთის გუბერნატორი იყო.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ის, ასევე, იყრიდა კენჭს ქუთაისის მერობისთვის. თუმცა, მაშინ ქალაქის მერად შოთა მურღულია აირჩიეს. 
Print