ახალი ამბები
ქუთაისში რიონჰესთან გზა ინგრევა (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, რიოჰესის ჩასასვლელთან გზის ნაწილი ჩაიშალა.

ადგილობრივები გზის  სრულად ჩანგრევის საფრთხეზე მიუთითებენ და დროულ რეაგირებას ითხოვენ. 



"თუ დროულად არ შეკეთდა გზა, მალე მთლიანად ჩავარდება," - ამბობენ ადგილობრივები. 

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

"ძალიან მალე მოწესრიგდება დაზიანებული გზა რიონჰესში," - განმარტეს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში. 

Print
თეგები: #ქუთაისი