ახალი ამბები
"კონსტიტუცია შინაარსს იძენს წლებთან ერთად“ - ვაკო ნაცვლიშვილი
FaceBook
ადამიანის ინდივიდუალური და სოციალური უფლებების მდგომარეობა საქართველოში - ეს და სხვა საკითხები გახდა სემინარის თემა, რომელიც „კატო მიქელაძის სკოლაში“ გაიმართა.

მომხსენებელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ილინოისის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მაგისტრმა ვაკო ნაცვლიშვილმა ლექციის პირველ ნაწილში მიმოიხილა ადამიანის უფლებების განვითარების ისტორია. ლექციის მეორე ნაწილი საქართველოში ადამიანის ინდივიდუალურ და სოციალური უფლებების მდგომარეობას შეეხო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებების კონცეფცია იქმნება მე- 17 საუკუნეში. ამ პერიოდში იდგმება პირველი ნაბიჯები ადამიანის უფლებების მიმართულებით, ეს ეხება თვითნებური დაპატიმრების, წამებისგან თავისუფლებისა და სხვა საკითხებს.

მე -18 საუკუნე იყო სამოქალაქო უფლებების საუკუნე.  მე-19 პოლიტიკური ულებების, ხოლო მე -20 სოციალური უფლებების საუკუნე. ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილ წესრიგში სოციალური უფლებები მნიშვნელოვან საკითხად გაისმის.

აშშ-ს პრეზიდენტმა რუზველტმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში ოთხი თავისულების კონცეფცია ჩამოაყალიბა აღმსარებლობის გამოხატვის, გაჭირვებისა და შიშისგან თავისუფლება. პირველი ორი ეხებოდა ინდივიდუალურ უფლებებს, მეორე - სოციალურს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქმნება სხვა ტიპის სისტემა და ჩნდება ტერმინი კეთილდღეობის სახელმწიფო ანუ სახელმწიფო რომელიც მაქსიმალურად ერევა ადამიანების სოციალურ -ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში.

ამ პერიოდში ჩნდება და მყარად იკიდებს ფეხს ტერმინი ადამიანის უფლებები.

" მე- 20 საუკუნის 70-იან წლებში ადამიანის უფლებები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პოლიტიკურ ტექსტებში, თუმცა ამავე პერიოდში კეთილდღეობის სახელმწიფოს კრიზისი იწყება. თუკი სახელმწიფო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სოციალურ- ეკონომიკურ საკითხების რეგულირების საკითხებში ერეოდა. იგი უკან იხევს და ბაზარს ანიჭებს უპირატესობას. ამ პერიოდში სიმდიდრის გადანაწილებაზე უარის თქმა და ნეოლიბერალიზმის დრო დგება. სახელმწიფოს ნაცვლად სწორედ საბაზრო ურთიერთობებს მიანდობენ მოქალაქეთა საჭიროებებს", აღნოშნა ვაკ ნაცვლიშვილმა.

პოსტ საბჭოტა სივრცეში ნეოლიბერალიზმს კარგი ნიადაგი ხვდება ყველაფერ სოციალურზე უარია ნათქვამი, რადგან იგი საბჭოეთთან ასოცირდება.

იგივე პრობლემა არსებობდა 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში (რომლის ფარგლებშიც ადამიანის უფლებების ახალი კატალოგი მომზადდა.სადაც სოციალური საკითხები მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა)..ნეისიმიერი სოციალური შინაარსის მოთხოვნა საბჭოეთთან იგივდებოდა. ეს იდეოლოგიური შანატაჟი, არსებობდა საკონსტიტუციო კომისიაში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომისია ზეწოალს განიცდიდა ბიზნესასოციციების მხრიდანაც. ამიტომ სოციალური საკითხები მოხვდა არა უფლებების ნაწილში, არამედ ზოგადი დებულებების ნაწილში ჩაიწერა, თუმცა მაინც მკაფიო გახდა მათი მნიშვნელობა.
კონსტიტუციის პირველი თავი რომელიც ზოგად დებულებებს განსაზღვრავს, ამ თავის მეხუთე მუხლის თანახმად, საქართველო სოციალური სახელმწიფოა.

კონსტიტუციაში სოციალური უფლებების საკითხების შეტანა შეადარეს მყნობის პროცესს. როდესაც ინდივიდუალურ უფლებებზე სოციალური უფლებები ემყნობა ან „მასპინძელი“ იმარჯვებს, ან „სტუმარი“ მცენარე გარდაქმნის საკუთარ მსგავსად, ამიტომ ამ ცვლილებებით რა იქნება ამას მომავალი გვიჩვენებს, აღინიშნა შეხვედრაზე.

"კონსტიტუცია შინაარსს ოძენს წლებთან ერთად“, აღნიშნა ვაკო ნაცვლიშვილმა.

შეხვედრა დებატებით დასრულდა.



Print