ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტმა "ქუთაისიპოსტთან" მემორანდუმი გააფორმა
FaceBook
მემორანდუმი, რომელიც ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს, სულ 3 ორგანიზაციასთან გაფორმდა.  


დღეს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტთან" მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი ურთიერთთანამშრომობას ითვალისწინებს.
კერძოდ, აღნიშნული მემორანდუმით, უნივერსიტეტი და იმერეთის რეგიონალური მულტიმედია საინფორმაციო სააგენტოს "ქუთაისიპოსტი" მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს და გამართავენ კონსულტაციებს ურთიერთობათა შემდგომი გამყარებისათვის, განათლებისა და პროფესიული დახელოვნების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.
დღესვე, წერეთლის უნივერსიტეტმა მემორანდუმი კიდევ ორ ორგანიზაციასთან  გააფორმაა (ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი; ექსპერტთა კავშირი "მდგრადი ენერგია და გარემო").
წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ზემოთაღნიშნულ ორგანიზაციებთან მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, წარჩინებულ 15 სტუდენტს, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში გამოიჩინეს თავი, სერთიფიკატები გადასცა. 

Print