ახალი ამბები
"არსებობს ალბათობა მეკობრეობასთან გვქონდეს საქმე" - სამინისტრო დაკარგულ გემსა და 17 ქართველ მეზღვაურზე
FaceBook
"არსებობს იმის ალბათობა, რომ ხომალდის დაკარგვა მეკობრეობასთან იყოს დაკავშირებული," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა  განაცხადა.

მისი თქმით, აფრიკის დასავლეთ სანაპირო, სადაც ხომალდ "პანტელენასთან" ბოლო კონტაქტი დაფიქსირდა, რისკების შემცველი რეგიონია.

"ვერცერთ ვერსიას ვერ დავადასტურებთ, თუმცა არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. არსებობს იმის ალბათობა, რომ მეკობრეობასთან გვქონდეს საქმე, ვინაიდან აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე მოხდა გემთან ბოლო კონტაქტი. შესაბამისად, რისკების შემცველია ეს რეგიონი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ," - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საქართველოს საგარეო სქმეთა სამინისტრო პანამის დროშის ქვეშ მცურავ დაკარგულ გემზე  იკვლევს ინფორმაციას.

უწყების ცნობით,  17 ქართველის მეზღვაური იმყოფება. გემზე კონტაქტი 2018 წლის  14 აგვისტოდან ვერ ხერხდება.

"პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე, Pantelena IMO 9321469 -  რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და რომლის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა. გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping  - აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან,საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი - UKMTO - " - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.


ipn.ge

ამავე თემაზე: 

საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკარგულ გემსა და 17 ქართველ მეზღვაურს ეძებს
Print