ახალი ამბები
სახიფათო მედიკამენტების სია, რომლებიც კიბოს რისკის შემცველია
FaceBook
ჯანდაცვის სამინისტრომ საფრთხის შემცველი პრეპარატების რეგისტრაცია შეაჩერა. 12 დასახელების 42 სახეობის მედიკამენტი კიბოს რისკის შემცველია.

საუბარი ეხება ფარმაცევტულ ინგრედიენტ ვალსარტანში დაფისირებულ მინარევებს, რომელსაც ჩინური ფარმაცევტული კომპანია ამზადებს.

"შემოვიდა შეტყობინება კომპანია „Zhejiang Huahai Pharmaceuticals“-ის მიერ წარმოებულ აქტიურ ფარმაცევტულ ინგრედიენტ „Valsartan“-ში დაფიქსირებული მინარევების შესახებ," - აღნიშნულია სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს განცხადებაში.

შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ კომპანიის მიერ წარმოებულ "ვალსარტანსში", არის ტოქსიკური მინარევები, რომელიც კიბოს გამოწვევის რისკის შემცველია.

სააგენტო მიმართავს ფარმაცევტულ დაწესებულებებს (ფარმაცევტული პროდუქტის ყველა რეალიზატორს), შეწყვიტონ თანდართულ ფაილში მითითებული სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია და უზრუნველყონ მათი ბაზრიდან გამოთხოვა.

მედიკამენტების სიას, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შემცველია ასეთია:

Valsar-Denk (40მგ; 80მგ; 160მგ; 320მგ)

CoValsar-Denk (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)

CARDOPAN-SANOVEL (80მგ; 160მგ; 320მგ)

CARDOPAN-SANOVEL PLUS (80/12,5; 160/12,5; 320/12,5)

Valz (40მგ; 80მგ; 160მგ)

Valz H (80მგ; 160მგ)

NORTIVAN® (80მგ; 160მგ)

Cardofix-Sanovel (5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)

Cardofix-Sanovel Plus (5მგ/160მგ/12,5მგ; 5მგ/160მგ/25მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/25მგ)

Amva Denk (5მგ/80მგ; 5მგ/160მგ; 10მგ/160მგ)

Amva + HCTDenk (mite 5მგ/160მგ/12,5მგ; 10მგ/160მგ/12,5მგ

forte 10მგ/160მგ/25მგ).

(იხ. დანართი)
Print