ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი - მემუქრებოდნენ, რომ დღეს აქ კვერცხების სროლა იქნებოდა, თუ ვინმეს გაქვთ წამოღებული, გთხოვთ
FaceBook

"ახალი პრეზიდენტი არ უნდა იყოს ვეტომდებელი, უნდა იყოს იდეამდებელი. მისგან ქვეყანას სჭირდება ინიციატივები"


- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, დიდ ჯიხაიშში, საარჩევნო პროგრამის წარდგენისას გააკეთა. 

"დღეს მე მემუქრებოდნენ, რომ აქ კვერცხების სროლა იქნებოდა და ველოდები, თუ ვინმეს გაქვთ კვერცხი წამოღებული, გთხოვთ. მაგრამ ეს არის ის, რაც ამ ქვეყანას ასუსტებს. ბვერი ლაპარაკია იმაზე, რომ თურმე მე ამ შთამომავლობიდან, რაღაცნაირად გავხდი პრორუსი. თუ გვინდა ძლიერი ქვეყანა, რომელიც გაუძლებს მტრების პროვოკაციებს, შესაძლებელი იქნება ამ პატარა ქვეყნისთვის მხოლოდ და მხოლოდ თუ ჩვენ დავივიწყებთ ამ გაუთავებელ სიძულვილს, ამ ძალადობას," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტი, პირველ რიგში, უნდა იყოს სახელმწიფო მოღვაწე: "ეს არის ის, რაც დაგვავიწყდა ამ ბოლო წლებში, როცა ვიყავით ჩართული ამ პოლიტიკურ ჭიდაობაში და ვაგრძლებთ.

პრეზიდენტი ასევე, უნდა იყოს კულტურის დესპანი. იმის ნაცვლად, რომ ყოველ წუთს ავაშენოთ ახალი, საკმაოდ უსახო ეკლესიები, უმჯობესია ეს თანხები ჩაიდოს ძველი ეკლესიების აღორძინებაში",-  განცახადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანია დღეს დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.


ამავე თემაზე:

სალომე ზურაბიშვილი - პირველ რიგში, ქალების პრეზიდენტი ვიქნები

 

Print