ახალი ამბები
წყალტუბოს გზაზე ახალი აბრის მოსაწყობად კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქის შესასვლელში განსათავსებელი აბრის პროექტზე კონკურსს აცხადებს.

"პროექტის ავტორებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში. განაცხადი გულისხმობს:
ესკიზის ელეტრონულ დიზაინს და მის ვიზუალურ მხარეს, არქიტექტურულ-ესკიზური პროექტს, ავტორისეული ხედვით. ასევე, საჭიროა საპრეზენტაციო მასალები და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია," - განმარტავენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.

საკონკურსო პირობების თანახმად, განაცხადების მიღება 25 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო გადაეცემა.

კონკურსის მომდევნო ეტაპზე პროექტის ავტორი სპეციალურ კომისიას უშუალოდ გააცნობს პროექტს და მოხდება დეტალების განხილვა. 

გამარჯვებულმა სრულყოფილი დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში 20 დღის ვადაში უნდა წარადგინოს.

მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქის შესასვლელში დამონტაჟებული წარწერა მოძველებულია და აუცილებელია ის ტურისტებისთვის საინტერესო აბრით ჩანაცვლდეს.
Print
თეგები: #წყალტუბო