ახალი ამბები
კომპანია, რომელიც თეთრი ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებს, მერიამ დააჯარიმა
FaceBook
კომპანია "ალმა რუსი", რომლეიც თეთრი ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებს, ქუთაისის მერიამ დააჯარიმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, კომპანია ტენდერით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების  დასრულებას ვერ ახერხებს, რის გამოც მას ჯარიმის სახით 9000 ლარის გადახდა მოუწევს.

"ყველა კომპანიის მიმართ ვიქნებით პრინციპულები. დაჯარიმდება ყველა, ვინც არაკეთილსინდისიერად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს",- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ქუთაისიპოსტთან საუბარში მერიის ინფრასტრუქტურის  სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი არ უარყოფდა, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას შეფერხებები იყო, თუმცა, ამის მიზეზად წვიმიან ამინდებს ასახელებდა და პირობას დებდა, რომ სამუშაოები 22 აგვისტომდე დასრულდებოდა.

თეთრი ხიდის რესკონსტრუქცია 1 ივნისს დაიწყო. მას შემდეგ ხიდი გადაკეტილია.

პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, ხიდზე  გამოიცვლება არსებული მოაჯირის დაზიანებული ნაწილი. მოეწყობა ოვალური ფორმის, სამშრიანი მინის იატაკი და დეკორატიული თეთრი ქვები. ხიდის ძირითადი ნაწილი კი  ლითონის ზედაპირით დაიფარება.  სამუშაოებისთვის 436 000 ლარი იხარჯება.



ამავე თემაზე:

"ხიდი კარგავს ღირებულებას"- ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციას აპროტესტებენ

"შეფასებას "უნიჭო" ვერ მივიღებ" - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე

როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)

"იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას" - ოპოზიცია


Print