ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
FaceBook
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოავლინა.
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის, მ.ჭ-ს კუთვნილი ხელბარგის შემოწმებისას 61, 28 გრ.
არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 5 138 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5 138 ლარის ოდენობით შეეფარდა.

Print