ახალი ამბები
მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ზონების განახლება მოხდება
FaceBook
მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტულ ზონებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
პროექტის მიხედვით, მოხდება გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოები, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაცია.

პროექტს "მუნიციპალური განვითარების ფონდი" მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს, რისთვისაც 1 400 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და ერთ წელიწადში დასრულდება.

Print