ახალი ამბები
თერჯოლაში იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს მშენებლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება 16 ივლისს გამოცხადდება
FaceBook
თერჯოლაში იეჰოვას მოწმეების სამლოცველო სახლის მშენებლობა კვლავ შეჩერებულია. თერჯოლის გამგეობამ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გააგრძელა.
სასამართლო გადაწყვეტილება 16 ივლისს გახდება ცნობილი.
თერჯოლის ცენტრში ოთხი ძმების პირველ შესახვევში იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს აშენებას მოსახლეობის ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება. ისინი სერიოზული დაპირისპირების საშიშროებაზე საუბრობენ და დაპირისპირების აცილების გზას მშენებლობის სხვაგან, გარეუბანში გადატანაში ხედავენ. თავის მხრივ იეჰოვას მოწმეები საკითხის მოგვარებას სამართლებრივი გზით ცდილობენ. თერჯოლის გამგეობის გადაწყვეტილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ, იეჰოვას მოწმეები სასამართლოში დაუპირისპირდნენ. ზესტაფონის სასამართლომ თერჯოლის გამგეობის მშენებლობის შემაჩერებელი ბრძანება გააუქმა. თუმცა გამგეობა ზესტაფონის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

Print