ახალი ამბები
ტვიშში ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინაროებს
FaceBook
ამ წუთებში ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ჰესის მშენებლობა სოფლის მიკროკლიმატს შეცვლის, რაც უნიკალური ჯიშის ცოლიკაურს გაანადგურებს. მოსახლეობა შიშობს, რომ ტვიშში მეწყრული პროცესებიც გააქტიურდება და საფრთხე მთელ ხეობას დაემუქრება. ადგილობრივები არ აპირებენ არცერთ შეთავებაზე დათანხმებას. მათი თქმით, კომპანიამ სათემო საკონსულტაციო საბჭოები შექმნა და მოსახლეობის მოსყიდვას ცდილობს.

მდინარე რიონზე 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანისა და ტვიშის ჰესს კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპი" აშენებს.

კომპანიას ამ დრომდე არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. მათი თქმით, ანგარიში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გასაჯაროვდება. "ქლინ ენერჯი გრუპში" რიონის ხეობის მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ჰესები საერთაშორისო სტანდარტებით აშენდება და დატბორვის ზონაში მცირე რაოდენობის ოჯახები მოხვდებიან, რომლებიც გასახლებას დაექვემდებარებიან.

ნამახვანი და ტვიში ჰესის პროექტის ღირებულება 750 მილიონი დოლარია.

კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს.


ამავე თემაზე:

ტვიშის მოსახლეობა ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას გამართავს

„მამაოსთან მოვიდნენ ხალხის გადასაბირებლად“ - რიონის ხეობის პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ

ნამახვანჰესის რისკები და რიონის ხეობის პროტესტი - მოსახლეობა საბჭოს ტოვებს

Print