ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში სამი დღით გამოიდარებს
FaceBook
დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდებს 15 აგვისტოდან პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთსა და სამეგრელოში 15-18 აგვისტოს გამოიდარებს.

"ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა უნალექო ამინდები სავარაუდოდ მხოლოდ სამი დღის მანძილზე შენარჩუნდება," - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში 19 აგვისტოდან კვლავ ტემპერატურის კლებას და არამდგრად ამინდებს ვარაუდობენ.

Print