ახალი ამბები
13 აგვისტოდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა იწყება
FaceBook
საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1800 წვევამდელს გაიწვევენ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 1395-ს, შსს-ს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში 1370-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 200-ს.

საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ამასთან ცნობილია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში საკანონმდებლო ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც წვევამდელებს ჯარის სანაცვლოდ სახანძრო მაშველებად სამსახურს შესთავაზებენ.

ქუთაისში გირჩის "ბიბლიური თავისუფლების" გამო, საგაზაფხული გაწვევის დროს, 245 წვევამდელი ვერ გაიწვიეს.

იგივე მოტივით ერთ წელიწადში სავალდებულო სამსახურს 4 ათასმა წვევამდელმა აარიდა თავი.

imedinews.ge

Print