ახალი ამბები
„საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება პრიორიტეტს არ წარმოადგენს“
FaceBook
საქართველოს მთავრობისთვის, ისევე როგორც ზოგადად საზოგადოებისათვის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება პრიორიტეტს არ წარმოადგენს, აღინიშნა შეხვედრაზე რომელიც ა/ო საფარის, მკვლევარმა თსუ -ს დოქტორანტმა ქრისტინე მარგველაშვილმა წარმოადგინა.

მან ისაუბრა იმ არსებით საკითხებსა და პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების წინაღობად გვევლინება.

საქართველოში მცხოვრები 15 წლის და უფროსი ასაკის ქალების 42% ეკონომიკურად არააქტიურია, იგივე ასაკობრივ კატეოგირიაში კაცების მხოლოდ 22%-ია ეკონომიკურად არააქტიური და ქალების დასაქმების მაჩვენებელი კაცების მაჩვენებელზე დაბალია, როგორც, სოფლად ისე ქალაქად.

შინამეურნეობების უფროსი კაცია და შესაბამისად შინამეურნეობის ფინანსური რესურების კონტროლი ძირითადად კაცის ხელშია.

„აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი და ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესის შემადგენელი ის ფუნდამენტური ელემენტებია, რომელზეც სიღრმისეული ანალიზი და დისკუსია დღემდე ვერ წარიმართა საქართველოში“, - აღნიშნა  ქრისტინე მარგველაშვილმა.

შეხვედრაზე განიმარტა, რომ კონცეფციის უფრო ფართო სპექტრში განხილვის შემთხვევაში ეკონომიკური გაძლიერება მოიცავს ცვლილებებს ფსიქო-სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში, რაც ქალს როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრს აძლევს ძალას გააკეთოს არჩევანი და მართოს საკუთარი ცხოვრება.

ხშირად შემაფერხებელ ფაქტორებად გვევლინება არა კანონი, ან კანონის არარსებობა, არმედ ადათი, რომელიც ყვეალფერზე მაღლა დგას და მთლინად უგულებელყოფს სამართლებრივ ნორმებს. მაგალითად, მშობლების მემკვიდრეობა კანონით ქალსა და ვაჟს შორის თანაბრად იყოფა, მაგრამ  ადათი მამაკაცს ანიშჭებს უპირატებობას.

შეხვედრაზე მოიყვანეს კანადის, სკანდინავიისა და ბალტიის  ქვეყნების მაგალითები, სადაც სახელმწფიო ინსტიტუტები მიმართულია ქალთა ეკონომიკურად გაძლიერებისთვის.

შეხვედრა ქუთაიში, „კატო მიქელაძის სკოლის“ სემინარების ფარგლებში გაიმართა.



Print