ახალი ამბები
მდინარე რიონში ადამიანის გადარჩენისთვის რიგითი გოგა გოგლიჩაძე დააჯილდოვეს
FaceBook
თავდაცვის მინისტრმა დააჯილდოვა რიგითი გოგა გოგლიჩაძე, რომელმაც ქუთაისში მდინარე რიონში გადამხტარი მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინა

მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას გმირული საქციელისთვის მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და "გლოკის" ტიპის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დააჯილდოვეს.

III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის მეტყვიამფრქვევემ, I კლასის რიგითმა, გოგა გოგლიჩაძემ გუშინ ქალაქ ქუთაისში მდინარეში გადახტომის დროს მამაკაცი ხიდიდან შენიშნა. უცნობი მამაკაცის გადარჩენის მიზნით, ჯარისკაცი წყალში შევიდა და მაშველების მისვლამდე მას დახმარება აღმოუჩინა.

I კლასის რიგითი გოგა გოგლიჩაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის, III ქვეით ბრიგადაში 2017 წლიდან მსახურობს.


ამავე თემაზე:

მდინარე რიონში მამაკაცი გადახტა

რიონში გადამხტარი მამაკაცი ჯარისკაცმა გადაარჩინა
Print