ახალი ამბები
ქუთაისში შადრევნების რეაბილიტაციის პროექტისთვის ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
ქუთაისში ცენტრალური ბაღის და აღმაშენებლის მოედანზე მდებარე შადრევნის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერიამ 30 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ელექტრონული შესყიდვის (NAT180012470) მიხედვით, მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას.

ტენდერში მონაწილე კომპანიას  უნდა გააჩნდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან  არანაკლებ 240 000 ლარის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილება, რომელიც ინფორმაციის სახით მოცემული უნდა იყოს მიმაგრებული ფაილის მიხედვით.

ელექტრონული შესყიდვა მიმდინარე წლის რვა აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღება ამავე თვის 22-ში მთავრდება.

2018 წლის სექტმებრის ბოლოდან ქუთაისში ცენტრალური ბაღის განახლებაცაა დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, ბაღის სრული რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ქუთაისში ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება სავარაუდოდ ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

Print