ახალი ამბები
ქუთაისში ფოტოწიგნის sHEROes პრეზენტაცია გაიმართა
FaceBook
ქუთაისში, თიბისი გალერეაში დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის, sHEROes პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა.

sHEROes არის ამბავი 2008 წლის ომის შესახებ, მისი მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა, ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები - შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.

"აგვისტოს ომზე ლაპარაკობენ, მხოლოდ აგვისტოდან აგვისტომდე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ ამიტომ რუსეთი ვერ იქნება ჩვენი მეგობარი, და მოძმე, სანამ ეს რეალობაა. ეს უნდა გვახსოვდეს
სწორედ ამიტომ შეიქმნა ეს წიგნი", - აღნიშნა დინა ოგანოვამ.

წიგნის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა ასევე გაიმართება თბილისში, გორში, ტყვიავში და ბათუმში.

ქუთაისში გამოფენის გამართვის მხარდამჭერი ქალაქ ქუთაისის მონიციპალიტეტის მერიაა.
Print