ახალი ამბები
ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება 9 აგვისტოს დაიწყება
FaceBook
მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციისთვის განცხადებების შეტანა აბიტურიენტებს 9 აგვისტოდან შეეძლებათ. 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადების მიღება 9 აგვისტოს 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი 15 აგვისტოს 18:00 საათამდე, მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.ge.

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა შეეძლებათ.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური.

ერთი გამოცდის შედეგის აპელირების საფასური 50 ლარია. შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება. გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.


Print