ახალი ამბები
გადათხრილი ცენტრალური გზა ქუთაისში - როდის დასრულდება რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის ორი თვეა მიმდინარეობს.
ამ მიზეზით ქალაქის ცენტრალური გზა ნაწილობრივ გადაკეტილია. რუსთაველის გამზირიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრავი საქალაქო ტრანსპორტი უკვე თვეზე მეტია ბართაშვილის ქუჩის გავლით გადაადგილდება. 

რუსთაველის გამზირზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია SMK ახორციელებს.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ კომპანიამ სამუშაოები მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა დაასრულოს და გზის საფარი აღადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდება. 

Print