ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექვს-შვიდ აგვისტოს დღის პირველ ნახევარში იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს სანაპირო და მთიან რაიონებში საღამოსა და ღამის საათებში მცირე ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. 

"დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია სანაპირო რაიონებში 27-29, დაბლობში - 30-34, ხოლო მთიანში 28-30", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ცნობით, 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 10 აგვისტოს ჩათვლით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის იმერეთის რეგიონში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით და ტემპერატურის კლება. 9-10 აგვისტოს მაქსიმალური ტემპერატურა 27-დან 29 გრადუსამდეა მოსალოდნელი. 

11 აგვისტოს გამოიდარებს და მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც. ზოგან გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარიც.
Print