ახალი ამბები
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულა ინგლისურ ენაში ქუთაისელმა აბიტურიენტმა მიიღო
FaceBook
ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" მოსწავლემ, ქუთაისელმა ლუკა ბოგვერაძემ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და 90-დან 90-ვე ქულა მიიღო.
ლუკა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ ასეთ შედეგს არ ელოდა. თვლის, რომ სწავლა დაუფასდა და მომავალ აბიტურიენტებსაც საკუთარ თავზე მუშაობას ურჩევს. 

"თავდაცვის აკადემიაში ვაბარებ. შრომა დამიფასდა. მართალია ვინერვიულე, მაგრამ ეს შედეგზე არ ასახულა და ძალიან მიხარია", - ამბობს ლუკა ბოგვერაძე.

ლუკას დედის, ნონა ბოგვერაძის თქმით,  მისმა შვილმა მაღალი შედეგი სკოლის ბაზაზე მიღებული ცოდნით აჩვენა. 

სკოლა "პროგრესის" დირექტორის, ნინო ჩიკვაშვილის თქმით, უმაღლესი ქულის მქონე მოსწავლეები სკოლას ყოველწლიურად ჰყავს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკური ანალიზი უკვე გამოაქვეყნდა. ანალიზი ემყარება პირველად შედეგებს, რომლის თანახმად, ზოგადი უნარების გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 86,75%–მა. აბიტურიენტების 13%–ზე მეტი კი ჩაიჭრა.

სტატისტიკური ანალიზით ირკვევა, რომ გამოცდაზე მხოლოდ მეოთხე ვარიანტში დაფიქსირდა უმაღლესი შეფასება – 80 ქულა.

ამასთან, პირველ ვარიანტში ხუთმა აბიტურიენტმა მოიპოვა 77 ქულა, მეორე ვარიანტში ორმა აბიტურიენტმა მოიპოვა 77 ქულა და მესამე ვარიანტში დაიწერა ერთი 78 ქულა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ინგლური ენის გამოცდის სტატისტიკური ანალიზი დაახლოებით ორ კვირაში გამოქვეყნდება.
Print