ახალი ამბები
„სპორტის მასწავლებლების 60% არაკვალიფიციურია“- კანონპროექტის განხილვა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში "ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ" კანონპროექტის განხილვა გაიმართა.
სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა კანონპროექტის ავტორებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, "სპორტის შესახებ კანონში" შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს.

მათი თქმით, 1996 წელს მიღებული კანონი სპორტის შესახებ ახალ გამოწვევებს ვეღარ პასუხობს და საჭიროა რადიკალური ცვლილებები.

კანონპროექტის ავტორთა თქმით, მთავარი გამოწვევა არის სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. სპორტის მასწავლებების 60% კი არაკვალიფიციურია.

"თუ ახლა მასწავლებლების 60%-ს არ აქვს შესაბამისი სპორტული განთლება, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, არაკვალიფიციურ კადრს არ მიეცემა ამ მიმართულებით მუშაობის უფლება. ჩვენ კატეგორიულად განვსაზღვრავთ არანაკლებ ოთხ საათს სპორტული გაკვეთილებისთვის. ახლა არის ერთ ან ორი საათი და ისიც ხშირად არ ტარდება. უკვე გადამზადდა 3 000 მასწავლებელი. ჩვენ სპორტის გაკვეთილს უნდა დავუბრუნოთ სპორტული აღზრდის ფუნქცია",- ამბობს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დოლაბერიძე.

მისივე  თქმით, წინა წლებში  სპორტული ინფრატსრუქტურის დიდი ნაწილი გაიყიდა. კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით კი აიკრძალება ნებისმიერი სპორტული ობიექტის ლიკვიდაცია ან მისი გასხვისება, თუ არ იარსებებს ექსპლოატაციაში შესული ალტერნატიული ფართი.

ქუთაისი მეოთხე ქალაქია სადაც კანონპორექტის განხილვა მოხდა.

ცვლილებების შესახებ უკვე მოისმინეს აჭარაში, ზუგდიდსა და ოზურგეთში.

კანონპროექტი პარლმანეტმა მიმდინარე წლის ბოლოს უნდა განიხილოს.

Print