ახალი ამბები
ქუთაისში პრეზიდენტობის სასურველი კანდიდატი გამოავლინეს
FaceBook
ქუთაისში, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრაიმერმა" პრეზიდენტობის შვიდი კანდიდატიდან სასურველის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრალურ ბაღში ყუთი დადგეს, სადაც მოსახლეობას ხმა ერთი კანდიდატისთვის უნდა მიეცა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 125 ადამიანმა მიიღო. 32 ხმით "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა. დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა. "კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო" - 28 ხმა, "დავით ბაქრაძე - ევროპული საქართველო" - 19 ხმა, სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი - 10 ხმა, "შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია" - შვიდი ხმა, "დავით უსუფაშვილი - შენების მოძრაობა" - ხუთი ხმა, ალეკო ელისაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი" - ორი ხმა.

"პრაიმერი" მსგავს გამოკითხვას პირველად ატარებს და ის ქუთაისიდან დაიწყო. გამოკითხვის ორგანიზატორის, დავით ღვალაძის თქმით, გამოკითხვის მიზანი მოსახლების ჩართულობის გაზრდა და ყველაზე აქტუალური კანდიდატის გამოვლენაა.
Print