ახალი ამბები
2 აგვისტოს ქუთაისში 6030 აბონენტს დენის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
ქუთაისში, 2 აგვისტოს მაღალი ძაბვის ქვესადგურში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 6030 აბონენტს რუსთაველის, ჯავახიშვილის, ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებზე, გორაზე და ჭომის დასახლებებში.

ხოლო გადამცემ ხაზზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო 12:00-დან 15:00 საათამდე ელმომარაგება შეეზღუდება 1338 აბონენტს ლესელიძის, ჩანჩიბაძის, რუას, ქეთევან წამებულის, პეტრე იბერის და მიმდებარე ქუჩებზე.

17:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება 448 აბონენტს ვაჟა ფშაველას, დები იშხნელების, წყალტუბოს, დავით და კონსტანტინეს და მიმდებარე ქუჩებზე.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.


Print