ახალი ამბები
ქუთაისის მერია მოქალაქეთა ინიციატივებისა და პროექტის განხორციელებას იწყებს
FaceBook
ქუთაისის მერია მოქალაქეთა ინიციატივების და პროექტების განხორციელებას იწყებს.
1 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საკუთარი იდეა პროექტის სახით, ელექტრონულად საიტზე VOLIS.KUTAISI.GOV.GE განათავსონ. საუკეთესო სამ იდეას ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო შეარჩევს.

შერჩეული სამი პროექტიდან კი ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით.
პროექტი  USAID-სა და GGI-ს მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას ესტონურმა მხარემ მიაწოდა.

"აღნიშნული სიახლე მოქალაქეების ადგილობრივ მმართველობაში აქტიურ ჩართულობას, საჯაროობასა და მოქალაქეთა თავისუფალი იდეების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება", -  განმარტავენ  მერიაში. 

განაცხადის შევსების ფორმასა და ლინკს მითითებულ ბმულზე  ნახავთ. www.Volis.Kutaisi.gov.ge

აღნიშნული პროექტის გასაცნობად ქუთაისის მერი ახალგაზრდებთან შეხვედრას პირველ აგვიტოს 19:00 საათზე გეგმავს ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, ამფითეატრი. 


Print