ახალი ამბები
წყალტუბოში საბავშვო წვეულება გაიმართება
FaceBook
1 აგვისტოს, წყალტუბოში საბავშვო წვეულებას თახვები მოაწყობენ.

ღონისძიება სადღესასწაულო ცენტრ "თახვების" ინიციატივით ტარდება, რომლის მხარდამჭერია ადგილობრივი თვითმმართველობა.

წვეულება რუსთაველის #4-ში (სასტუმრო წყალტუბო პლაზასთან) ღია ცის ქვეშ მოეწყობა, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე.

დასწრება თავისუფალია.

"გელოდებათ გასართობი შოუ პროგრამა, ბევრი ზღაპრის გმირითა და სიურპრიზით.

ღონისძიებას სოციალური ხასიათიც ექნება, წვეულებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებიც შემოუერთდებიან," - აღნიშნავენ წვეულების ორგანიზატორები.


Print