ახალი ამბები
მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდა
FaceBook
მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდა.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლომ პარტია "გირჩის" სარჩელი დააკმაყოფილა, რომელიც მარიხუანის  დეკრიმინალიზაციას შეეხებოდა. 

პარტიის  თავმჯდომარის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. 

სარჩელის ავტორების თქმით, მარიხუანის მოხმარება პიროვნების თავისუფალი არჩევანია და მისი მოხმარებით ზიანი მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას მიადგება და ის თავადვეა პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

მარიხუანას მოხმარება  500 ლარიან ჯარიმას ან ერთიდან ექვს თვემდე ვადით გამოსასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებდა.

Print