ახალი ამბები
ქუთაისში უკრაინელ ტურისტს ეძებენ
FaceBook
ქუთაისში უკრაინელ ტურისტს ეძებენ. 

დაკარგული ტურისტის პოვნას მისი ცოლი ქუთაისის სხვადასხვა სასტუმროებში ცდილობს. როგორც იქ გვითხრეს, მეუღლის დაკარგვის თაობაზე, მისივე თქმით, განაცხადი პოლიციაშიც შეიტანა. ტურისტის თქმით, საქართველოში 3 დღეა იმყოფებიან.

"მოვიდა გუშინ საღამოს და გვაჩვენა დაკარგული ქმრის სურათი. გვკითხა, ჩვენთან ხომ არ შემოსულა" - ამბობენ ქუთაისის სასტუმროებში.

ქუთაისის ტურისზმის საინფორმაციიო ცენტრში ამბობენ, რომ მათთვის ტურისტის დაკარგის თაობაზე არავის მიუმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.

ქუთაისიპოსტი ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას, რომელსაც უახლოს პერიოდში მოგაწვდით.
Print