ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის უმეტეს რაიონში პირველი აგვისტოს ჩათვლით უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ამ დღეებში 33-35 გრადუსი იქნება.  სამიდან ხუთი აგვისტოს ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. 

"სამ-ოთხ აგვისტოს ტემპერატურა დაიკლებს და 24-26 გრადუსი იქნება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსები ექვსი აგვისტოდან გამოდარებასა და ჰაერის ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ.
Print