ახალი ამბები
"საქართველოს ფოსტა" ქუთაისში უძრავ ქონებას ყიდის
FaceBook
"საქართველოს ფოსტა" ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე მის საკუთრებაში არსებულ შენობას ყიდის.

87,71 მ2 ნაგებობა აუქციონის წესით იყიდება. მისი საწყისი ღირებულება 132 000 ლარს შეადგენს.

"საქართველოს ფოსტაში" განმარტავენ, რომ შენობის გასასხვისებლად ელექტრონული აუქციონი უკვე მეორედ არ შედგა.

"დაინტერესებული პირი არ გამოჩნდა," - ამბობს "საქართველოს ფოსტის" ქონების მართვის განყოფილების უფროსი, როსტომ ნადობანდიშვილი.

ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ორგანიზაცია საქართველოს მასშტაბით 356 300 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას ყიდის.


Print