ახალი ამბები
ქუთაისის მერია 15 100 ლარის ავეჯს ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერია ადმინისტრაციულ შენობაში სათათბირო ოთახის მოსაწყობად ავეჯს ყიდულობს.

ავეჯის მიწოდებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ავე" 15 100 ლარად უზრუნველყოფს.

"მისაწოდებელი საქონელი უნდა იყოს ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს ფასების ცხრილში მითითებულ ტექნიკურ მახასიათებლებს," - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ავეჯის შესასყიდად მერიამ ტენდერი 18 ივლისს 15 685 ლარზე გამოაცხადა. აუქციონის გარეშე გამოცხადებულ ერთერტაპიან ელექტრონულ ტენდერში შპს"ავემ" გაიმარჯვა, რომელმაც მომსახურების სანაცვლოდ 15 100 ლრი მოითხოვა.

ხელშეკრულების მიხედვით, გამარჯვებულმა მერიის ადმინისტრაციულ შენობაში სათათბირო ოთახის მოსაწყობად ავეჯის მიწოდება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 15) სამუშაო დღის ვადაში. 

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი ავეჯის შეძენა: ერთი შემინული კარადა; ერთი კომოდი;  ხუთი მაგიდა საოფისე; ერთი დივანი ტყავის ზედაპირით; 15 ტუმბო; 40 სავარძელი უძრავი ფეხებით, მაღალი ხარისხის ტყავისშემცვლელის ზედაპირით;  ორი საოფისე სავარძელი უძრავი ფეხებით, მაღალი ხარისხის ტყავის ზედაპირით, სახელურები მასიური დეკორატიული ხის; 70 საოფისე სკამი, მეტალის კარკასი, ოთხი არაგორგოლაჭიანი ფეხით, ფერი - შავი, სახელურების გარეშე, რბილი საზურგითა და დასაჯდომით;  ორი გორგოლაჭიანი სავარძელი, ტყავის შემცვლელი ზედაპირით; ერთი სათათბირო მაგიდა;  ერთი ვერდითი მაგიდა; ერთი სათათბირო მაგიდა, მერის ოთახისთვის.
Print