ახალი ამბები
წყალტუბოში ხეები გაჩეხეს (ვიდეო)
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალ გორა - საქუსლიას დასახლებაში ხეები გაჩეხეს.


ეროვნულ სატყეო დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ტერიტორია კერძო საკუთარებაშია და მათ დაქვემდებარეში არ შედის. 

"შესაბამისად, რეაგირება ჩვენ არ შეგვიძლია, ვისია ნამდვილად არ ვიცით და არც უნდა ვიცოდეთ," - ამბობს სატყეო დეპარტამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ტერიტორია მათ დაქვემდებარეში არ არის  და მათ ხეების მოჭრის ნებართვაც არ გაუციათ. 

წყალტუბოში ეს არ არის ხეების მოჭრის პირველი შემთხვევა. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა 2017 წლის ივნისში, რა დროსაც 100 ძირი ხე მოჭერეს.
Print