ახალი ამბები
ქუთაისის მერია საბავშვო ბაღებს 250 000 ლარს უმატებს
FaceBook
აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

ქუთაისის მერია ააიპ სკოლამდელი დაწესებულებას 250 000 ლარს უმატებს. აღნიშნული გადაწყეტილება ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. 
ქუთაისის ვიცე-მერის განმარტებით, საბავშვო ბაღებში თანხების დამატება ბაღის ორი ახალი შენობის მშენებლობამ  განაპირობა, რომელიც  ავტოქარხნისა და ავანგარდის დასახლებაში  მიმდინარეობს.
ქალაქში 35 საბავშვო ბაღის ფილიალია, რომელთა ბიუჯეტი მიმდინარე წელს 8 მლნ ლარს შეადგენს.
აღნიშნულის გარდა, საკრებულომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახად , დამატებითი თანხები საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" გამოუყო. ასევე, ადგლობრივი ბიუჯეტიდან ქუთაისის მერია ავიაკომპანია "ვიზიარს" სარეკლამო მომსახურებაში 15 000 ლარს გადაუხდის.
საერთო ჯამში 2015 წლის ბიუჯეტში დღეს 431 700 ლარის ცვლილება განხორციელდა.
Print