ახალი ამბები
ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 130 კვ.მ ფართობი დაიწვა
FaceBook
ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ხანძრის შედეგად დამწვარია სახლის სასხვენო გადახურვა, 130 კვ.მ ფართობი. ცეცხლმა ოჯახს საცხოვრებელი ოთახები და საოჯახო ტექნიკა დაუზიანა.

სახლის მეპატრონე 93 წლისაა. ამბობს, რომ ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც ეძინა. ის ხანძრის დრო სახლში მარტო იმყოფებოდა.



"მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ცეცხლი ახლომდებარე შენობებზე არ გავრცელდა. ადგილზე მუშაობს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი," - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სასამხურში.



ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
Print