ახალი ამბები
იმერეთის რწმუნებულის თანამდებობაზე ახალ კანდიდატს პრემიერი რამდენიმე დღეში წარადგენს
FaceBook
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ვაკანტურ პოსტზე პრემიერ-მინისტრი ახალ კანდიდატს რამდენიმე დღეში წარადგენს.

ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან, ასევე ხუთი რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთა.

"იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს მთავრობას აქვს გაცხადებული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით", - განმარტა პრემიერმა.

იმერეთის გუბერნატორის მოვალეობას, მიმდინარე წლის აპრილიდან ამ დრომდე, ვიცე-გუბერნატორი, გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებს. ეს პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილი რწმუნებული, გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარად აირჩიეს.

Print