ახალი ამბები
ავარია ზესტაფონში - დაშავებულია ორი ადამიანი
FaceBook
ზესტაფონში, გასასვლელ ხიდთან ავარია მოხდა. დაშავებულია ორი ადამიანი.

ისინი ზესტაფონის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

ავარიის თვითმხილველი ირაკლი ბაკურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ავარიის ადგილას დამტვრეული მანქანები და გზაზე სისხლი ნახა.

"სურათები შეგნებულად არ გადავიღე, ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი," - წერს ირაკლი ბაკურიძე.




მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე  276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით, სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 

რაც შეეხება ქუთაისთან ავარიის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს არ ადასტურებენ.
Print