ახალი ამბები
სამტრედიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშები დაკიდეს
FaceBook
სამტრედიაში ე.წ. გადასასვლელ ხიდზე, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის დროშა ფრიალებს.

როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტში განგვიმარტეს, ისინი ერთი თვის წინ დაამაგრეს.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მიხეილ ლეჟავას თქმით, ხიდზე დროშების განთავსება მისი იდეა იყო, რისთვისაც მუნიციპალიტეტს მიმართა.

"ჩემი ინიციატივის მიზანი იყო ამ ქალაქით ტურისტების დაინტერესება და ადგილზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა," - განმარტავს მიხეილ ლეჟავა.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა დროშები საკანცელარიო ნივთებთან ერთად შეიძინა და თითოეულში 5-დან 10 ლარამდე თანხა გადაიხადა.

"როცა, "სამტრედიელობის" დღესასწაული იქნება, შესაძლოა, მაშინ სხვა ადგილებზეც განთავსდეს დროშები, მაგრამ ჯერ არ არის გადაწყვეტილი. გააჩნია, რამდენად მასშტაბური იქნება დღესასწაული," - ამბობს მიხეილ ლეჟავა.


ავტორი: თორნიკე ორბელაძე
Print