ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედო" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 000 ლარს მიიღებს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საფეხბურთო კლუბი "ტორპედოსთვის"  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 000 ლარის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს.
ქუთაისის ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის განმარტებით, აღნიშნული თანხა საფეხბურთო კლუბს სეზონის სრულყოფილად დასრულებისთვის გადაეცა.
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ადგილობრივი ბიუჯეტიდან 273 ათას ლარის გადარიცხვის შესახებ მიმდინარე წლის 25 მაისს გამართულ სხდომაზე, ბიუჯეტის მორიგი ცვლილების დროს დაამტკიცა.
ქუთაისის მერის განმარტებით, აღნიშნული თანხა გუნდის ტრანსპორტირებას, ხელფასებს და ინფრასტრუქტურის შენახვას მოხმარდება.
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები აპროტესტებდნენ. მათი თქმით, საფეხბურთო კლუბში თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

Print