ახალი ამბები
ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს
FaceBook
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ღუმელის აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ადამიანი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

მათ გულ-მკერდის ტრამვა აღენიშნებათ. 

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

​ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

​ამ წუთებში მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.


ამავე თემაზე:

აფეთქება ქუთაისში - დაშავებულია ორი ადამიანი
Print