ახალი ამბები
საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 74-მდე გაიზარდა
FaceBook
საბერძნეთში გაჩენილ ხანძარს, ბოლო ინფორმაციით, 74 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულითა რიცხვი 156 ადამიანამდე გაიზარდა.
დაღუპულებს შორის ორი პოლონელი ტურისტია.

ბიბისის ცნობით, ხანძრისგან დაზარალებულების დასახმარებლად  საბერძნეთის ხელისუფლება სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამიდან 20 მილიონ ევროს გამოყოფს.

როგორც საბერძნეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრის ტზანაკოპულოსმა განაცხადა, აღნიშნული ზომები შეეხება სტიქიის ადგილას მცხოვრები მოქალაქეების საგადასახადო ვალდებულებებს, ასევე გაიხსნება სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც სახელმწიფო და ნებისმიერი მსურველი ფულს გადარიცხავს ხანძრის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

საბერძნეთის მთავრობის ინფორმაციითვე, სტიქიის შედეგები სრულად ჯერ არ არის  შეფასებული. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის პროკურატურამ ხანძრის გაჩენის მიზეზების გამოძიება დაიწყო.

საბერძნეთში ათენის გარეუბანში ხანძარი 23 ივლისს გაჩნდა. დაიწვა საცხოვრებელი სახლები და მანქანები.





საბერძნეთის ხელისუფლებას ხანძრის ლოკალიზებაში დახმარება ევროპის სხვა ქვეყნებმა შესთავაზეს.

დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ბოლო ორი დღის განმავლობაში საბერძნეთში ტყის ხანძრების 47 კერა დაფიქსირდა.

ამავე თემაზე:

ქუთაისელი ემიგრანტი საბერძნეთიდან - 26 ადამიანი ნახეს დამწვარი, შვილებთან ჩახუტებული
Print