ახალი ამბები
შახტში გენერალური დირექტორის პოსტზე მეშახტეების შერჩეულ კანდიდატს განიხილავენ
FaceBook
ამ წუთებში დასრულდა ტყიბულში მეშახტეებისა და საქნახშირი "ჯი-აი-ჯი"- ს გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის შეხვედრა, რომელიც საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შახტში დასაქმებულები ამბობენ, რომ შეთანხმება ნაწილობრივ მიღწეულია, რადგან შახტში საწარმოო პროცესის აღდგენის შემდეგ, ჯაყელისგან თანამდებობის დატოვების პირობა მიიღეს. მის ნაცვლად გენერალური დირექტორის პოსტზე მეშახტეების შერჩეული კადრი განიხილება.

საუბარია, ელდარ ჩაფიძეზე, რომელიც ამ დროისთვის წარმოების დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს.

ამ წუთებში, მეშახტეები ქალაქის ცენტრში იკრიბებიან, სადაც აქციის მონაწილეებს ჯაყელთან შეხვედრის დეტალებს გააცნობენ.

მინდელის შახტში დასაქმებულებმა წერილობითი მიმართვა უკვე გაუგზავნეს ინდუსტრიული ჯგუფის ხელმძღვანელს დავით ბეჟუაშვილს. ახლა მისგან გენერალური დირექტორის შეცვლის თაობაზე პასუხს ელოდებიან.

მეშახტეები პრემიერს მიმართავენ, დოკუმენტურად დაასაბუთოს, რომ ვიდრე შახტში მუშაობა არ აღდგება, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ.

მეშახტეების მოთხოვმის შემდეგ 23 ივლისს მინდელის შახტის ადმინისტრაციის ნაწილმა თანამდებობები დატოვეს. 

საქნახშირის გენერალურმა დირქტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე, შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

ამავე შახტში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა. 5 აპრილს აფეთქების შედეგდ ჩამოშვილი მასისგან გამოწვეულმა ჰაერის დიდმა ტალღამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.


ამავე თემაზე:

"გაჩერებას არ ვაპირებთ" - ტყიბულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოხდეს შახტში მომხდარი უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება - აქცია ტყიბულში

ტყიბულის შახტის ოსტატები იმერეთის სამხარეო პოლიციაში დაკითხეს

ტყიბულის შახტშტი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"




Print