ახალი ამბები
მეშახტეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს - "მოვითხოვთ, გადადგნენ თანამდებობიდან"
FaceBook
ტყიბულში, ქალაქის ცენტრში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

მეშახტეები უნდობლობას უცხადენენ შახტის მენეჯმენტს და ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.



შახტში დასაქმებულები ტყიბულში მეორე დღეა აქციას მართავენ. ისინი ინდუსტრიული ჯგუფის ხელმძღვანელს დავით ბეჟუაშვილს მიმართავენ, ადმინისტრაციაში ახალი კადრები, მოკვლევის დასრულებამდე, მათთან შეთანხმებით დანიშნოს. ამ შემთხვევაში, მზად არიან, პირველი აგვისტოდან შახტში მუშაობა განაახლონ.

უცვლელი რჩება მათი მოთხოვნები, მოლაპარაკების პროცესში პრემიერ მინისტრის ჩართვის თაობაზე და შახტში მუშაობის აღდგენამდე ოფიციალური დოკუმენტით დადასტურდეს მათი ანაზღაურების მიღების საკითხი.

აქციის პირველივე დღეს ტყიბულის მინდელის შახტში ადმინისტრაციის ნაწილმა თანამდებობები დატოვა.

საქნახშირის გენერალურმა დირქტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა წარმოების დირექტორი გია ქარქაშაძე, შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე.

თავად გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ისინი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე შახტში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა
. 5 აპრილს აფეთქების შედეგდ ჩამოშლილი მასისგან გამოწვეულმა ჰაერის დიდმა ტალღამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.


ამავე თემაზე:

"გაჩერებას არ ვაპირებთ" - ტყიბულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოხდეს შახტში მომხდარი უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება - აქცია ტყიბულში

ტყიბულის შახტის ოსტატები იმერეთის სამხარეო პოლიციაში დაკითხეს

ტყიბულის შახტშტი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"

Print