ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ უბანში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის ქუჩის #69-ში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

შემთხვევა 23 ივლისს გამთენიისას მოხდა.

სახლის მეპატრონე უცხოეთში იმყოფება. ადგილზე კერძო საკუთრებას მისი მშობლები მეთვალყურეობენ.

"წაღებულია სახლისთვის აუცილებელი მთელი ტექნიკა, ძვირადღირებული გათბობის ქვაბი და სხვა ნივთებიც. ალბათ, დიდი მანქანა მოიყვანეს და გაიტანეს ტექნიკა, ეს იმ დროს, როცა პირდაპირ წინ არის დიდი პროჟექტორი," - ამბობს სახლის მეპატრონის ერთ-ერთი მშობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print