ახალი ამბები
25 ივლისიდან ქუთაისში, ღია ცის ქვეშ, კინოჩვენებები გაიმართება
FaceBook
ქუთაისში ღია ცის ქვეშ ტრადიციული კინოჩვენებები იწყება.

პროექტი ზაფხულის საღამოების ფარგლებში განხორციელდება და 25-დან 29 ივლისამდე გაგრძელდება.

25 ივლისი - "ჩემი ბებია" კ. მიქაბერიძე
26 ივლისი - "ჯიმ შვანთე" მ. კალატოზიშვილი
27 ივლისი - "გიორგობისთვე" ო.იოსელინი
28 ივლისი - "იყო შაშვი მგალობელი" ო. იოსელიანი
29 ივლისი - "არაჩვეულებრივი გამოფენა" ე. შენგელაია

სეანსების დაწყების დრო -  21:15 საათი.

ჩვენებები მონ პლეზირის თაღთან მოეწყობა იქ სადაც XX საუკუნის დასაწყისში მდებარეობდა ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი ქუთაისში.

"კინოჩვენებები სიმბოლურად ყოფილ კინოთეატრ "რადიუმის" სიახლოვეს მოეწყობა, სადაც 1912 წელს შედგა პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში" პრემიერა , რომელიც ქუთაისელმა ვასილ ამაშუკელმა გადაიღო. ასე, რომ ქართული კინოს ისტორია ნამდვილად ქუთაისიდან იწყება !"- ამბობს პროექტის ავტორი კინომცოდნე, თამთა თურმანიძე.

ღონისძიება ქართული კინოს 110 წლისთავის ეძღვნება.

Print