ახალი ამბები
"ჩამოვედით, რომ გავაძლიეროთ ქალები" - ამერიკელი კალათბურთელების მასტერკლასი ქუთაისში
FaceBook
ქუთაისს კალათბურთში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რუთ ბოლტონი და NBA-ის ქალთა ჩემპიონი, შერი სემი ეწვია.

სტუმრებმა სპორტის სასახლეში ქუთაისელ ახალგაზრდა კალათბურთელებს  მასტერკლასი ჩაუტარეს.

"ჩვენ ჩამოვედით, რომ გავაძლიეროთ ქალები, ბავშვები.  ქალებს ყველაფერი შეუძლიათ და მათ უნდა დაიჯერონ ამის. აქ ვნახეთ, რომ კალათბურთში ცოტა გოგოა, მაგრამ აქ იმისთვის ვართ, რომ ცოტა გახდეს ბევრი", - ამბობს რუთ ბოლტონი.

ღონისძიება ამერიკის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. 

11 წლის ქუთაისელი კალათბურთელის, მარიამ ქორიძის თქმით, მსგავსი მასტერკლასი პირველად ჩაუტარდათ. 

"მინდა, ბოლომდე გავყვე ამ სფეროს. გამიხარდა რომ შეგვხვდნენ, რადგან სამომავლოდ ამერიკაში ვაპირებ თამაშს", - ამბობს მარიამ ქორიძე. 

სპორტის სასახლეში შევხედრის შემდეგ, ამერიკელი კალათბურთელები წყალტუბოში ჩავლენ, სადაც ინტეგრაციული ბანაკის ახალგაზრდა მონაწილეებს შეხვდებიან.
Print