ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში არამდგრად ამინდებს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 ივლისს იმერეთსა და დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. 

სინოპტიკოსების ვარაუდით 24 ივლისის ღამის საათებში უმეტეს რაიონებში წვიმა შეწყდება და დღისით გამოიდარებს. უნალექო ამინდი იქნება დღის განმავლობაში 24 -25 ივლისს.

"ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და მაქსიმალური მთასა და დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია 32-37 გრადუსი, სანაპიროში - 30-32", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

26 დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებშია მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით და 27 ივლისიდან კვლავ არამდგრადი ამინდებია ნავარაუდევი. ტემპერატურა სამი-ოთხი გრადუსით მოიკლებს. 
Print