ახალი ამბები
„მოტივაცია ძლიერია“ - განწყობები და მოლოდინები ქუთაისის დასაქმების ფორუმიდან
FaceBook
დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
დასაქმების ფორმუზე მისულ აპლიკანტთა ნაკადი დილიდან არ წყდება. ფორუმზე დასაქმების მსურველები იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოვიდნენ, რომელთა შორის არიან როგორც სტუდენტები, ასევე, სხვადასხვა ასაკის ადამიანები.
"სახემწიფო სტრუქტურებში მსურს დასაქმება - მაინტერესებს და მოვედი. ცდა ბედის მონახევრეაო ხომ გაგიგონიათ," – დასაქმების მსურველი, თეა ტაბატაძე.
"არა აქვს მნიშვნელობა სად, მთავარია დავსაქმდე" -ამბობს თამთა ბანძელაძე.
"ძველი ჯარისკაცი ვარ და მხოლოდ სამსახური მინდა, საზღვარგარეთ მსახურობას საქართველოში მუშაობა ჯობია. მოტივაცია ძლიერია," - ამბობს ვაჟა ლორია.
დასაქმების კიდევ ერთი მსურველი სტუდენტი გიორგი ოშხერელი ამბობს, რომ განწყობა პოზიტიურია და მსგავსი ფორუმი სტუდენტებისთვის სტიმულია. "საბანკო სფეროში მინდა, იმიტომ რომ ჩემი სპეციალობაა," - ამბობს გიორგი ოშხერელი.
"რა ვიცი, მე მგონი არ იტყუებიან," - აღნიშნა ჭიათურაში მცხოვრებმა თამაზ კაციტაძემ, რომელიც ქუთაისში გამართულ ფორუმზე დასაქმების იმედით მივიდა.
დასაქმების ფორუმი ქუთაისში 12 საათზე დაიწყო და ის 18 საათამდე გაგრძელდება.
ლანა კოკაია

Print