ახალი ამბები
მოხდეს შახტში მომხდარი უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება - აქცია ტყიბულში
FaceBook
ტყიბულში, დღეს მეშახტეები და დარგობრივი პროფესიული კავშირის და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები აქციას გამართავენ.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა ასეთია:

1. მოხდეს ხუთ აპრილს და 16 ივლისს მომხდარი ჯგუფური უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა,

2. განხორციელდეს შახტების დროებითი კონსერვაცია იქ არსებული რისკების შეფასების მიზნით და განხორციელდეს ობიექტის სრული მოდერნიზება,

3. კონსერვაციის გამო წარმოშობილი იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მოხდეს დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფა,

4. ყოველივე ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირის, კომპანიის ადმინისტრაციის და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე მეშახტეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი.

5. მოხდეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის შექმნა ყოველივე ზემოთთქმულთან დაკავშირებით.

საპროტესტო  აქცია 23  და 24 ივლისს, ტყიბულის კულტურის სახლთან გაიმართება. 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ისინი დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ამავე შახტში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა სამი თვის წინ მოხდა. 5 აპრილს აფეთქების შედეგდ ჩამოშვილი მასისგან გამოწვეულმა ჰაერის დიდმა ტალღამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.


ამავე თემაზე:

ტყიბულის შახტის ოსტატები იმერეთის სამხარეო პოლიციაში დაკითხეს

ტყიბულის შახტშტი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"
Print